საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ, – ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, მათ 3 თვიანი ოფიციალური ხელშეკრულების წარდგენა მოუწევთ.
„საქართველოს მოქალაქეები და პირველ რიგში, აჭარის მაცხოვრებლები თურქეთის რესპუბლიკიდან დამსაქმებლებისგან გაცემული 3 თვიანი ხელშეკრულებების საფუძველზე, შეძლებენ თურქეთში სამუშაოდ წასვლას, თუმცა ისინი უკან დაბრუნებისას ვალდებულნი იქნებიან გაიარონ 2 კვირიანი სავალდებულო კარანტინი“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.











