უკავშირდება თუ არა პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი ახალი სოციალური დახმარების პაკეტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებას?!
როგორც პოლიტიკის ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, სოციალური დახმარების არჩევნებთან დაკავშირება „ჩვეულებრვი ამბავია“, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანაში ხშირად არჩევნებია, დახმარების მუდმივად არჩევნებთან დაკავშირება არასწორია.
„ერთი მხრივ, სოციალური დახმარების არჩევნებთან დაკავშირება ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ მეორე მხრივ, ხელისუფლება 17 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს ეხმარება, აქ შედიან ის ბავშვებიც, რომელთა მშობლებიც ოპოზიციას უჭერენ მხარს და არა „ქართულ ოცნებას“. თუ ჩავთვლით იმას, რომ სოციალური დახმარება არჩევნებისთვის ხორციელდება, მაშინ გამოდის, რომ ხელისუფლება ამგვარ პროექტებს ვერასდროს განახორციელებს, რადგან სულ არჩევნებია. ასევ, რომ სოციალური დახმარების ყოველთვის არჩევნებთან დაკავშირება არასწორია.
რამდენადაც ვიცი, თელავი უფრო „ნაცმოძრაობას“ უჭერს მხარს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“. მმართველი პარტია თელავში მცხოვრებლებსაც ხომ აფინანსებს. მარტივი მიდგომა ამ თემების მიმართ არ შეიძლება, მით უფრო, როცა პანდემია ყოველ წელს არ ფიქსირდება. არც ის არის გასაკვირი, რომ ხელისუფლება მუდმივად უნდა ცდილობდეს ხალხის გულის მოგებას“,- განაცხადა ძაბირაძემ.
ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ახალი სოციალურ დახმარებების შესახებ განაცხადა.
4 სახის დახმარება, რომლის შესახებ დღეს გახდა ცნობილი – ნახეთ, გეხებათ თუ არა შეღავათები.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











