თბილისის მე-7 მოწვევის საკრებულო მუშაობას დღეიდან დაიწყებს. სხდომა პროცედურული ხასიათის იქნება,კერძოდ, აირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეებს, დააკომპლექტებენ ფრაქციებსა და კომისიებს.
საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის კანდიდატურა იქნება დაყენებული. თბილისის საკრებულოში სულ ხუთი პარტიაა წარმოდგენილი.











