თბილისის საკრებულოს მეშვიდე მოწვევის პირველი სხდომა იმართება. დღეს, საკრებულოს პირველი სხდომა პროცედურული საკითხებით იქნება დატვირთული.
დღევანდელი სხდომის პროცედურა ითვალისწინებს პირველ რიგში, უფლებამოსილების ცნობის კენჭისყრას, საკრებულოს თავმჯდომარისა და მოადგილეების არჩევნებსა და ასევე ფრაქციების, კომისიების დაკომპლექტებას.
დღევანდელ სხდომას “ლელოს” წარმომადგენელი საკრებულოში ბადრი ჯაფარიძე არ ესწრება. სხდომა უხუცესმა წევრი “ქართული ოცნებიდან” ნიკო კახეთელიძემ გახსნა.
ოპოზიციის წარმომადგენლებს, ბათუმის საკრებულოს ოპოზიციური წარმომადგენლის, გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის ფოტოს გამოსახულებიანი მაისურები აცვიათ.











