სოციალურმა ქსელმა წინასწარი მოლაპარაკებები გამართა ჩინური TikTok-ის წარმომადგენლებთან. საუბარი მათ გაერთიანებას შეეხო. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი იუწყება.
შეთავებული გეგმის მიხედვით, TikTok-ი Twitter-ის ამერიკულ განყოფილებას უნდა შეერწყას.
ამის მიუხედავად, სოციალური ქსელი ნაკლებად მიიჩნევა რეალურ მყიდველად, ვინაიდან ჩინური აპლიკაციის ღირებულება რამდენიმე ათეულ მილიარდად ფასდება, როცა თავად Twitter-ის ფასი სულ 29 მილიარდი დოლარია.
ექსპერტები ასევე ვარაუდობენ, რომ გაერთიანების შემთხვევაში Twitter-ი სერიოზულ პრობლემებს წააწყდება, ვინაიდან მათი პუბლიკაციების ფორმატები ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავებულია.











