ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლი, ჯონ ბოლტონი თავის გამოუქვეყნებელ წიგნში („ოთახი, სადაც ეს მოხდა – თეთრი სახლის მემუარები“) წერს, – ტრამპი ფიქრობდა, რომ ვენესუელში შეჭრის იდეა „მაგარი“ იყო, რადგან ქვეყანა ისედაც „აშშ-ს ნაწილი იყო“. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian-ი ავრცელებს.
ცნობისთვის, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩევლის მემუარების ნაწყვეტები Wall Street Journal-ში, New York Times-სა და Washington Post-ში გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბოლტონის წიგნის გამოქვეყნებამდე მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
წიგნი 23 ივნისს უნდა გამოვიდეს.
ჯონ ბოლტონის წიგნში „ოთახი, სადაც ეს მოხდა – თეთრი სახლის მემუარები“ აღწერილია მისი დონალდ ტრამპთან მუშაობის პერიოდი.
გამომცემლობა Simon & Schuster-ის ინფორმაციით, წიგნი შეიცავს ინფორმაციას ტრამპის „არათანმიმდევრული გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ“ და ეს არის წიგნი, „რომლის წაკითხვაც ტრამპს არ სურს“.
დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი 2019 წლის სექტემბერში გარკვეულ საგარეო საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოების გამო გაათავისუფლა.
ასევე ნახეთ: ბოლტონი – ტრამპმა რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავზე კრიტიკული განცხადება არ გამაკეთებინა
შეშლილი ბოლტონის წიგნი ტყუილებზე და ცრუ ისტორიებზეა აგებული – ტრამპი











