„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე, საქართველოში ვაქცინის შემოტანას ეხმაურება.
„13 მარტიდან, საქართველოში, ვაქცინის პირველი პარტია – „ასტრაზენეკას“ 42 300 დოზა შემოვა, რომელიც პირველ რიგში მედპერსონალზე გადანაწილდება.
ვაქცინის დამატებითი დოზების მიღებისთვის აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს სხვადასხვა მწარმოებელთან“, – წერს მამუკა მდინარაძე.
ჯანდაცვის მინისტრის ეკა ტიკარაძის თქმით, საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით და ვაქცინის მიღების თარიღმა გადმოიწია ერთი კვირით.
„შაბათიდან ჩვენ საქართველოში გვექნება ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება.
მოწოდებული იქნება დათქმული დოზა 43, 200 დოზა, რომელიც გადანაწილდება შესაბამისი პროტოკოლით. შემდეგია „ფაიზერის“ ვაქცინა.“ – განაცხადა ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე.
უწყების ხელმძღვანელმა გაწეული შრომისთვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, კოვაქს-პლატფორმასა და UNICEF-ს მადლობა გადაუხადა.











