საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძე ე.წ. სასამართლოს განაჩენს არ გაასაჩივრებს.
„ვესაუბრე ადვოკატს. ის ამბობს, რომ ზაზას არ უნდა გასაჩივრება. ჩვენ გვქონდა სურვილი, თუმცა ეს ზაზას უნდა გაეკეთებინა. არ ვიცი, ასე რატომ გადაწყვიტა. ესაა ზაზას გადაწყვეტილება და ჩვენ მის წინ ვერ წავალთ“, – ამბობს ზაზა გახელაძეს მეუღლე, ირმა ბუთხუზი პირველ არხთან.
შეგახსენებთ, ზაზა გახელაძე 2020 წლის ივლისში, რუსმა ოკუპანტებმა, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სოფელ ქვემო ჭალაში, ჯერ ფეხში დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს. 5 თებერვალს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 12,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.











