საქართველოში 16 აპრილის შემდეგ, კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ვირუსით 38 ადამიანი დაინფიცირდა.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ერთ ღეში 38 ახალი შემთხვევის გამოვლენა ბევრია, ამიტომ ის მოსახლეობას მოუწოდებს, პრევენციის მიზნით, რეკომენდაციები დაიცვას.
„38 შემთხვევის დაფიქსირება საგანგაშო არ არის, თუმცა საყურადღებოა. ცხელი კერა გაჩნდა ბათუმში, სადაც ბევრი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბათუმში ტარდება გაფართოებული კვლევები, რათა ყველა პირი სწრაფად გამოიკვლიონ და დაავადების სწრაფად არ გავრცელდეს.
წინასწარ საუბარი, რა ფორმას მიიღებს ეს ყველაფერი რთულია. ჩვენ გვქონია ასეთი ეპიდაფეთქებები სხვა რეგიონებში და მოგახსენებთ, რომ, მაშინ ამ ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელება არ მომხდარა.
ერთი დღისთვის ვირუსის 38 შემთხვევა ბევრია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ იმ ადგილებში, სადაც არის გავრცელება ამ დაავადებების, დაიცავს ის რეკომენდაციები, რომლებსაც სპეციალისტები გასცემენ“,- განაცხადა გოგინავამ.
ასევე, ნახეთ – სად დაფიქსირდა 38 ახალი შემთხვევა.











