fbpx
27/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

დავით გარეჯის საქმეზე სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყება – ექსპერტის პროგნოზი

12:47 ოქტომბერი 14, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.1k
ნახვა

დავით-გარეჯის ბურუსით მოცულ საქმესთან დაკავშირებით, დაკითხულ პირთა წრე სულ უფრო და უფრო ფართოვდება. ბოლოს საგამოძიებო უწყება ყოფილი პრემიერ-მინისტრით ზურაბ ნოღაიდელით დაინტერესდა.

როგორც სოციალურ ქსელში გასაჯაროებული დოკუმენტით გახდა ცნობილი, ყოფილი პრემიერი აზერბაიჯანელი კოლეგისთვის გაგზავნილ წერილში დავით გარეჯს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ძეგლად მოიხსენიებს.

პოლიტიკის ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე “პრაიმტაიმნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, პროკურატურა ყოფილი პრეზიდენტით, მიხეილ სააკაშვილითაც დაინტერესდება და მეტიც, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება.

„წინა ხელისუფლების დროს თუ რაიმე გადაწყვეტილება იყო მიღებული დავით-გარეჯთან დაკავშირებით, ეს მიხეილ სააკაშვილის გარეშე ვერ მოხდებოდა. დავით-გარეჯის ნაწილის გადაცემასთან დაკავშირებით, სააკაშვილსა და აზერბაიჯანს შორის, ალბათ, ზეპირსიტყვიერი შეთანხმება არსებობდა, თუმცა რატომ არ მიეცა ამ ყველაფერს დოკუმენტის სახე, გასარკვევია.

საგამოძიებო  უწყება, ალბათ, სააკაშვილამდეც გავა. ნოღაიდელმა დაადასტურა, რომ აზერბაიჯანსა და წინა ხელისუფლებას შორის ასეთი შეთანხმებები არსებობდა. ნოღაიდელის გარდა, ალბათ, სხვა პირებსაც დაიბარებს  საგამოძიებო უწყება გამოკითხვაზე. თუ არა სამართლებრივი, პოლიტიკური პასუხისმგებლობის სუნი ნამდვილად ასდის ამ ყველაფერს. იმედი მაქვს, ყველაფერი სრულად გაირკვევა და დავით-გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოებაში კითხვები აღარ დარჩება“,- განაცხადა ძაბირაძემ.

ინფორმაციისთვის, გუშინ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია პასუხისმგებელი.

„მედი მქონდა და იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი დეტალურად იყო განხილული უშუალო პასუხისმგებელი პირების მიერ და მათ ზუსტად იცოდნენ, რომ სხვა დოკუმენტი, რუკა თუ არგუმენტი, არ არსებობდა. პირველ რიგში, ეს მიხეილ სააკაშვილის უშუალო პასუხისმგებლობაა.

ისევე, როგორც დღესაც ვარ პასუხისმგებელი ყველა იმ ეკონომიკურ დოკუმენტზე, რომელიც 2005 – 2007 წლებში განხილულა სადმე, დღესაც და 13 წლის მერეც, წინასაარჩევნოდ და ამის მერეც, ყველა წარდგენილ დოკუმენტზე ვარ ჩემი თავით და კისრით პასუხისმგებელი, ისევე უნდა იყვნენ სხვა მონაწილეები პასუხისმგებელი თავიანთ გადაწყვეტილებებზე, თავიანთი პასუხისმგებლობის სფეროში შემავალ საკითხებზე.

სხვანაირად არ ხდება. ეს საკითხი უნდა გაირკვეს ნამდვილად – ვინ არის პასუხისმგებელი პოლიტიკურად, ვინ არის პასუხისმგებელი, რომ არსებობდა დამატებითი დოკუმენტური არგუმენტები და ჩვენ ეს ვერ გამოვიყენეთ” – განაცხადა მთავრობის ყოფილმა მეთაურმა.

რას იძიებს პროკურატურა – დავით გარეჯის საქმის დეტალები 

 

თეგები: ვახტანგ ძაბირაძე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

„ნაცმოძრაობის“ გაყოფა გაზაფხულზე გაფორმდება“ – ვის ასახელებს ექსპერტი ნიკა მელიას შემცვლელად

ნოემბერი 26, 2021
6.3k
პოლიტიკა

პოლიტოლოგი გახარიას წარმატების შანსს მხოლოდ კვირიკაშვილთან და კალაძესთან ერთად ხედავს

მარტი 22, 2021
1.6k
პოლიტიკა

გიორგი გახარია „ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებას გადაყვა – ვახტანგ ძაბირაძე

თებერვალი 18, 2021
1k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია