fbpx
14/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ერთი წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

16:49 დეკემბერი 30, 2020
წაკითხვის დრო:2 mins read
A A
0
2.3k
ნახვა

ზუსტად ერთი წლის წინ, 2019 წლის 30 დეკემბერს უჰანის ცენტრალურ საავადმყოფოში მომუშავე 34 წლის  ოფთალმოლოგმა, ლი ვანლინიმ SARS-ის ტიპის ახალი ვირუსის შესახებ ინფორმაცია პირველმა გაავრცელა. მან კოლეგებს პირბადეების ტარება ურჩია.

4 დღის შემდეგ ის საჯარო უსაფრთხოების ბიუროში დაიბარეს და ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში დაადანაშაულეს.

ლი კორონავირუსით 2 თებერვალს გარდაიცვალა.

ლი ვანლინი
ლი ვანლინი

| COVID-19

2020 წლის იანვრის მეორე კვირაში ჩინეთის ხელისუფლებამ პირველად გააკეთა ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ ქალაქ უჰანში ახალი ტიპის ვირუსი იყო გავრცელებული.

Chinese authorities have made a preliminary determination of the cause of #pneumonia in Wuhan as a novel (new) #coronavirus. @WHO continues to monitor the situation closely and is ready to support #China to investigate and respond to this outbreak. https://t.co/0zR6iZWrcm (1/7)

— World Health Organization Western Pacific (@WHOWPRO) January 9, 2020

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

პანდემიიდან ერთი წლის თავზე, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 82 მილიონს გადააჭარბა.

| ვირუსის წარმოშობა

საიდან წარმოიშვა კორონავირუსი – ამ კითხვაზე მეცნიერებს ზუსტი პასუხი დღემდე არ აქვთ.

ვირუსის წარმოშობის შესახებ სხვადასხვა თეორია არსებობს. მეცნიერთ ნაწილი თვლის, რომ კორონავირუსი ბუნებრივად წარმოიქმნა და ადამიანებში ცხოველიდან, დიდი ალბათობით, ღამურიდან გავრცელდა.

არსებობს ასევე კონსპირაციული თეორიები იმის შესახებ, რომ ვირუსი ხელოვნურად უჰანის ლაბორატორიაში შექმნეს.

ბოლო პერიოდში ჩატარებულმა კვლევებმა იმის ეჭვიც გააჩინა, რომ შესაძლოა კორონავირუსი არა დეკემბერში, არამედ 2019 წლის ზაფხულის მიწურულს გავრცელებულიყო მსოფლიოში.

კერძოდ, იტალიის ქალაქ მილანის სიმსივნის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ახალი ტიპის კორონავირუსი იტალიაში 2019 წლის სექტემბრიდან ცირკულირებდა.

იტალიელი მკვლევრების დასკვნით, 959 ჯანმრთელი მოხალისიდან, რომლებიც 2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის მარტამდე ფილტვის კიბოს სკრინინგის კვლევაში მონაწილეობდნენ, 11,6 პროცენტმა კორონავირუსის ანტისხეულები თებერვლამდე დიდი ხნით ადრე გამოიმუშავეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები ვირუსის წარმოშობის შესასწავლად ქალაქ უჰანში ჩასვლას 2021 წლის იანვარში გეგმავენ.

|კორონავირუსის აგებულება

ჩინელმა ვირუსოლოგებმა კოვიდის გენომის სტრუქტურა  პირველად 21 იანვარს გამოაქვეყნეს. ამან მიკრობიოლოგებსა და ექიმებს  მთელ მსოფლიოში შესაძლებლობა მისცა ვირუსი უკეთ შეესწავლათ და ვაქცინაზე მუშაობა დაეწყოთ.

ვირუსს გვირგვინის აგებულება აქვს, საიდანაც მისი დასახელება გამომდინარეობს (corona ლათ. – გვირგვინი). ვირუსის ზედაპირზე სპაიკ ცილებია განლაგებული. ვირუსი ამ ცილებს  ორგანიზმში შეჭრისთვის, გამრავლებისთვის, ვირუსული ნაწილაკების წარმოქმნისა და შემდგომ უკვე ამ ვირუსული ნაწილაკებიდან ხელახლა ვირუსების აწყობისთვის იყენებს. სწორედ ამიტომ ვაქცინების დიდი ნაწილი სწორედ ამ ცილების ბლოკირებაზეა ორიენტირებული.

|სიმპტომები და რისკ-ჯგუფები

პანდემიის დასაწყისში მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ ახალი ვირუსი საშიში არ იყო. ისინი ფიქრობდნენ, რომ სეზონური გრიპის ვირუსი უფრო მეტ საშიშროებას შეიცავდა, ვიდრე ახალი კორონავირუსი.

პანდემიიდან ერთი წლის თავზე მეცნიერებმა უკეთ იციან: კორონავირუსი ადამიანებს საფრთხეს უქმნის. ასევე, ადამიანთა უმრავლესობას ის უსიმპტომოდ გადააქვს მაშინ, როცა ზოგიერთებისთვის კოვიდი ლეტალურად მთავრდება.

მეცნიერები უფრო მეტად არიან ინფორმირებული იმის შესახებ, თუ ვინ მიეკუთვნება კოვიდის რისკ-ჯგუფს. კერძოდ, ექიმებმა იციან, რომ  მოხუცები, ადამიანები, რომლებსაც თანხმლები დაავადებები,  სისხლის A ჯგუფი აქვთ კოვიდით ინფიცირების რისკ-ჯგუფში შედიან.

ასევე, კვლევებმა აჩვენა, რომ კოვიდით მამაკაცები უფრო ინფიცირდებიან, ვიდრე ქალები.

დიაბეტი, მაღალი არტერიული წნება, კიბო, ასთმა, გულსისხლძარღვთა დაავადებები, – ადამიანებს ვირუსის მიმართ მოწყვლადს ხდის.

|როგორ ვითარდება ვირუსი – რა ფორმები ახასიათებს

კოვიდის მსუბუქი ფორმა ძალიან ჰგავს გაციებას. სიმპტომებით თითქმის იგივეა: ყელის ტკივილი, სუნთქვის პრობლემები, გემოსა და სუნის შეგრძნების დაკარგვა.

მძიმე ფორმების დროს  ვირუსმა, შესაძლოა,  ორგანიზმში მრავალფუნქციური ანთება გამოიწვიოს, რაც ხშირ შემთხვევაში სეფსისის გამომწვევი მიზეზი ხდება.

მეცნიერებმა  იციან, რომ დაავადების სიმძიმე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდი რაოდენობის ვირუსული ნაწილაკი აღმოჩნდება ადამიანის ორგანიზმში და რამდენად ძლიერი იქნება ორგანიზმში იმუნური რეაქცია.

|მკურნალობა

პანდემიის დასაწყისში დაავადების მძიმე ფორმების მქონე მრავალ პაციენტს ხელოვნური სუნთქვის აპარატებზე აერთებდნენ.

ახლა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მომუშავე ექიმებმა იციან, რომ ხელოვნური სუნთქვის აპარატებს ფილტვებისთვის უფრო მეტი ზიანის მიყენება შეუძლიათ, ვიდრე სიკეთის.

სწორედ ამიტომ, ექიმები პაციენტებს ჟანგბადს რესპირატორთან მიერთების გარეშე აწვდიან. ხელოვნური სუნთქვის აპარატებს კი მხოლოდ განსაკუთრებით რთული შემთხვევების დროს იყენებენ.

იმ შემთხვევაში კი, როდესაც კოვიდი ადამიანის თირკმელებს აზიანებს, ექიმები დიალეზის პროცედურასაც იყენებენ (ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის ნარჩენი პროდუქტებისა და ჭარბი სითხის ხელოვნურად მოშორება, მაშინ, როდესაც თირკმელები ამას ვერ ახერხებს).

ასევე, მეცნიერებმა ისწავლეს, რომ კოვიდით ინფიცირებულთა სამკურნალოდ, ვირუსგადატანილების სისხლის პლაზმის გამოყენებაც შესაძლებელია.

ჯერჯერობით არ არსებობს კონკრეტული სამკურნალოდ საშუალება, რომელიც ექიმებმა კოვიდით ინფიცირებულების სამკურნალოდ უნდა გამოიყენონ.

თუმცა, არსებობს რამდენიმე მედიკამენტი, რომელმაც კორონავირუსის მკურნალობის პროცესში დადებითი შედეგები აჩვენა.

ერთ-ერთი ასეთი პრეპარატი რემდესივირია. კვლევებმა აჩვენა, პრეპარატმა  შეამცირა გამოჯანმრთელებისთვის საჭირო დრო პაციენტებში. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) რემდესივირის ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში გამოყენების ნებართვა არ გასცა.

ექიმები ცდილობენ კოვიდის სამკურნალოდ ბაზარზე არსებული სხვადასხვა მედიკამენტი გამოიყენონ. მაგალითად : დექსამეტაზონი, ავიგანი, ჰიდროქსიქლოროქინი.  აღსანიშნავია, რომ პირველი ორი მედიკამენტის ეფექტურობა ჯერჯერობით ოფიციალურად დამტკიცებული არ არის. რაც შეეხება ჰიდროქსიქლოროქინს, კვლევებმა აჩვენა, რომ ის ვირუსის სამკურნალოდ ეფექტური არ არის და შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველიც იყოს.

|ვაქცინაცია

პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის თავზე მსოფლიოს  ქვეყნებმა კორონავირუსის ვაქცინით მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყეს.

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინა ფართო გამოყენებისთვის დაამტკიცა.

ჩრდილოეთ ირლანდიაში მცხოვრები 90 წლის მარგარეტ კენანი მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომელმაც Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა.

11 დეკემბერს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მრჩეველთა საბჭომ  Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინის გადაუდებელ გამოყენებას მხარი დაუჭირა. 19 დეკემბერს კი Moderna-ს მიერ შექმნილ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია (EUA) მიანიჭა.

21 დეკემბერს ევროპის წამლების სააგენტომ Pfizer-ისა და Biontech-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა.

ევროკავშირის ქვეყნებმა ვაქცინაცია 27 დეკემბრიდან დაიწყეს.

30 დეკემბერს დიდმა ბრიტანეთმა ფართო გამოყენებისთვის Oxford-AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინაც დაამტკიცა.

|რა იციან მეცნიერებმა ჯოგური იმუნიტეტის შესახებ

პანდემიიდან ერთი წლის შემდეგ ექიმებს არ აქვთ ზუსტი პასუხი იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს ჩერდება გამოჯანმრთელების შემდეგ ადამიანის ორგანიზმში ვირუსის ანტისხეულები.

მეცნიერები ჯერ კიდევ კვლევის პროცესში არიან.

ამ თემაზე ასევე დაგაინტერესებთ: რა ისწავლა მედიცინამ კორონავირუსით რეინფიცირებულ პაციენტებზე ჩატარებული კვლევებიდან

 

ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენტო PTN.ge

მომზადებულია Deutsche Welle–ს მიხედვით

თეგები: კორონავირუსის პანდემია

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

იანვარი 3, 2022
858
მსოფლიო

ენტონი ფაუჩი: კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი ნაკლებად მძიმე შეიძლება იყოს

იანვარი 3, 2022
883
მსოფლიო

საქართველოში „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული

იანვარი 3, 2022
874

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია