“მონდომების შემთხვევაში, მოინახება ისეთი იურიდიული მექანიზმები, რომელიც შესაძლებელს გახდის მის გათავისუფლებას”, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
ლევან იოსელიანის თქმით, ნიკა მელიას საქმე პოლიტიზებულია.
“ჩემი აზრით, მთელი ეს საქმე, რაზეც მელიას აქვს ბრალი წაყენებული, არის პოლიტიზებული. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ თავიდანვე ერეოდა სახელმწიფო სასამართლოს საქმეში, როცა ბრალი ამ საქმეზე წაუყენა არა მხოლოდ მელიას, არამედ სხვებსაც”, – განაცხადა იოსელიანმა.
გუშინ დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.
სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.
ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა 21 აქტივისტი დააკავეს.
მხარდამჭერებმა მელიას დაკავება გააპროტესტეს და პარლამენტთან აქცია გამართეს.
აქციის ორგანიზატორებმა მასშტაბური აქცია 26 თებერვალს დააანონსეს.
ნიკა მელიას დაკავების ფაქტის შესახებ დაიწერა საერთაშორისო მედიაშიც.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.
ყველა ინფორმაცია ნიკა მელიას საქმეზე ნახეთ ამ ბმულზე










