fbpx
27/03/2023
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

2021 წლის მსოფლიოს მნიშვნელოვანი მოვლენები – მიმოხილვა

13:04 დეკემბერი 30, 2021
წაკითხვის დრო:3 mins read
A A
0
814
ნახვა

2021 წელი  საკმაოდ მრავალფეროვანი აღმოჩნდა. კორონავირუსის პანდემიის პარალელურად მიმდინარე წელს მსოფლიოში ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა.

რითი დაგვამახსოვრა თავი 2021-მა წელმა:

|„დემოკრატიის ბნელი ღამე“

6 იანვარს აშშ-ის იმდროინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები, ნოემბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების გასაპროტესტებლად,  კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ.

ამ თემაზე: არჩევნების შედეგების გასაჩივრების ქრონიკა – მოვლენათა ჯაჭვი

დემონსტრანტები კაპიტოლიუმში იმ დროს შეიჭრნენ, როდესაც შენობაში სხდომა მიმდინარეობდა, რომელსაც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ოფიციალურად უნდა დაემტკიცებინა.

კაპიტოლიუმის შენობის გარეთ ტრამპის ათასობით მხარდამჭერი საპროტესტო აქციას მართავდა, რათა მოქმედი პრეზიდენტისთვის, რომელიც არჩევნების შედეგებს ყალბად მიიჩნევს, მხარი დაეჭირათ.

დემონსტრანტების შეჭრის შემდეგ კაპიტოლიუმში ევაკუაცია გამოცხადდა. კონგრესმენებს, სენატორებსა და ჟურნალისტებს შენობა დაატოვებინეს. სამართალდამცავებმა სიტუაციაზე კონტროლი დაკარგეს.

კაპიტოლიუმში განვითარებულ მოვლენებს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა უამრავი ადამიანი.

ვრცლად:  „დემოკრატიის ბნელი ღამე“ – რა მოხდა 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმში

They’re in the chamber. One is up on the dais yelling “Trump won that election!” This is insane pic.twitter.com/p6CXhBDSFT

— Igor Bobic (@igorbobic) January 6, 2021

 

|Twitter-მა  დონალდ ტრამპს სოციალური ქსელი ანგარიშზე წვდომა შეუზღუდა

აშშ-ს კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენების გამო Twitter-ის ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპის  გვერდის მოქმედება განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.

კომპანიის თქმით, ტრამპის ძალადობის წამახალისებელი ტვიტები, რომლითაც ის გულშემატკივრების ქმედებებს ახალისებდა, სამომხმარებლო წესებს არღვევდა.

We believe the risks of allowing President Trump to continue to use our service during this period are simply too great, so we are extending the block we have placed on his Facebook and Instagram accounts indefinitely and for at least the next two weeks. pic.twitter.com/JkyGOTYB1Z

— Meta Newsroom (@MetaNewsroom) January 7, 2021

 

|ჯო ბაიდენი აშშ-ს რიგით 46-ე პრეზიდენტი გახდა

ჯო ბაიდენი – 306, დონალდ ტრამპი – 232 – 7 იანვარს აშშ-ს კონგრესმა საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა.

ბაიდენი უფლებამოსილების შესრულებას 20 იანვარს შეუდგა.

ჯო ბაიდენი

მისი გაპრეზიდენტების შემდეგ აშშ კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებასა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანამ ტრამპის დროს დატოვა, ოფიციალურად დაუბრუნდა.

ვრცლად: ბაიდენის პირველი 100 დღე ოფისში

კამალა ჰარისი კი აშშ-ს ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

“მე პირველი ქალი ვარ, რომელიც ასეთ მაღალ პოსტს დაიკავებს, მაგრამ არ ვიქნები უკანასკნელი”,- ასე მიმართა ამერიკელებს არჩევნების შემდეგ კამალა ჰარისმა.

ვრცლად: რა ვიცით კამალა ჰარისზე

კამალა ჰარისი
კამალა ჰარისი

|მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა

სამხედრო გადატრიალება არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა.

პირველ თებერვალს სამხედროებმა მმართველი პარტიის ლიდერი და ქვეყნის ფაქტობრივი ლიდერი აუნ სან სუ ჩი, პრეზიდენტი და სხვა პოლიტიკური ლიდერები დააკავეს.

მათ ქვეყანაში ერთი წლის ვადით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. განცხადების თანახმად, რომელსაც ხელი ვიცე-პრეზიდენტმა მოაწერა, ხელისუფლება სამხედრო ძალების მთავარსარდალს მინ აუნ ჰლაინგს გადაეცა.

მიანმარი
მიანმარი

|აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპი უდანაშაულოდ ცნო

2021 წლის იანვარში აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპი უდანაშაულოდ ცნო. აშშ-ს რიგით 45-ე პრეზიდენტს ბრალი 6 იანვარს კაპიტოლიუმში მისი მომხრეების შეჭრის გამო, ამბოხის წაქეზებაში ედებოდა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის წინააღმდეგ 43-მა სენატორმა მისცა ხმა, მომხრე იყო 57.

ტრამპი დამნაშავედ ცნო შვიდმა „რესპუბლიკელმა“. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭირო იყო, რომ ტრამპის წინააღმდეგ ხმა მიეცა 17 „რესპუბლიკელ“ სენატორს.

დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი პრეზიდენტი, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა.

პირველი იმპიჩმენტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მას 2019 წლის 18 დეკემბერს გამოუცხადა. მაშინ კონგრესმენებმა დონალდ ტრამპს ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და კონგრესის მუშაობისთვის ხელის შეშლაში დასდეს. აშშ-ის სენატმა ტრამპი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში წაყენებულ ორივე ბრალდებაში გაამართლა.

ვრცლად: როგორ დაიწყო და რატომ ვერ მოახერხეს ტრამპის გადაყენება – იმპიჩმენტის ქრონოლოგია

 

|FDA-მ აივ-ინფექციის სამკურნალო ინექცია დამტკიცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ, FDA-მ აივ-ინფექციის სამკურნალო ინექცია დამტკიცა, რომლის გაკეთებაც ინფიცირებულ ადამიანებს თვეში მხოლოდ ერთხელ მოუწევთ.

სამკურნალო საშუალება ორი პრეპარატის კომბინაციაა – cabotegravir-სა და rilpivirine-ის. მკურნალობის ამ საშუალებას Cabenuva-ს უწოდებენ.

კლინიკურ ცდებში, სამკურნალო ინექციამ აივ ინფექცია ორი წლის განმავლობაში ისე დათრგუნა, რომ ვირუსის დაფიქსირებაც ვერ ხერხდებოდა.

Cabenuva
Cabenuva

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთმა ინექციამ აივ ინფექციის პრევენციის თვალსაზრისითაც აჩვენა ეფექტი. თუმცა, FDA-ს მიერ Cabenuva მხოლოდ სამკურნალო სახით დამტკიცდა.

ბოლოდროინდელმა ცდებმა ასევე აჩვენა, რომ პრეპარატი ასეთივე ეფექტიანია ყოველ ორ თვეში ერთხელ გაკეთებისასაც, მაგრამ FDA-მ ის თვეში ერთხელ მოხმარებისთვის დაამტკიცა.

ვრცლად: რა ვიცით აივ-ინფექციის სამკურნალო ინექციაზე, რომელიც FDA-მ დაამტკიცა – მიმოხილვა

 

|Facebook-ი და მისი კუთვნილი აპლიკაციები 6 საათით გაითიშა

4 ოქტომბერს 6 საათის განმავლობაში, მსოფლიო მასშტაბით Facebook-ის კუთვნილი აპლიკაციები, Facebook-ი, Messenger-ი და Instagram-ი მომხმარებლებისთვის მიუწვდომელი იყო.

აღსანიშნავია, რომ ეს 2019 წლის შემდეგ ამ სოციალური ქსელის ყველაზე ხანგრძლივი შეფერხება იყო. მაშინ Facebook-ი მსოფლიო მასშტაბით მომხმარებლებისთვის 24 საათის განმავლობაში იყო მიუწვდომელი.

Facebook-ის განცხადებით, გათიშვის მიზეზი ქსელური პრობლემა იყო.

„ქსელური ტრაფიკის შეფერხებამ მონაცემთა ცენტრების კომუნიკაციასა და იმ პროგრამებზე იქონია ზეგავლენა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. ამიტომ პრობლემის დიაგნოსტირებამ და მისმა გამოსწორებამ დიდი დრო წაიღო და ჩვენი მომსახურებაც დროებით შეაჩერა“, – აცხადებენ კომპანიაში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ყველაფერს მომხმარებლების მონაცემებზე გავლენა არ ჰქონია.

ℹ️ Note: Facebook, WhatsApp, Instagram and Messenger are currently experiencing outages in multiple countries; incident not related to country-level internet disruptions or filtering #FacebookDown #WhatsAppDown pic.twitter.com/EJCq2F7tDC

— NetBlocks (@netblocks) October 4, 2021

 

|მეგან მარკლისა და პრინც ჰარის სკანდალური ინტერვიუ

8 მარტს, ტელეკომპანია CBS-მა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის სკანდალური ინტერვიუ გაავრცელა, რომელიც წყვილთან პოპულარულმა ტელეწამყვანმა, ოპრა უინფრიმ ჩაწერა.

ინტერვიუში ჰარი და მეგანი სამეფო ოჯახთან დაპირისპირებაზე საუბრობენ. მათი მტკიცებით, ოჯახის წევრები დიდ ინტერესს იჩენდნენ მათი მომავალი ბავშვის კანის ფერის მიმართ და ხშირად ეკითხებოდნენ მათ, რამდენად მუქი ფერი შეიძლება ჰქონოდა ახალშობილს.

მეგანის მტკიცებით, სასახლეში ის თავს მარტოსულად გრძნობდა, რის გამოც სუიციდზე არაერთხელ უფიქრია, ჰარის კი მამასთან იმდენად დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რომ პრინცი ჩარლზი მის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.

ვრცლად: ამონარიდები მეგან მარკლისა და პრინც ჰარის გახმაურებული ინტერვიუდან

In an explosive interview with Oprah Winfrey, Prince Harry and Meghan, the Duchess of Sussex, accused the British royal family of failing to protect them – both emotionally and financially. Here's what we learned. https://t.co/uj3ggv0hei

— The New York Times (@nytimes) March 8, 2021

|ავღანეთში 20-წლიანი სამხედრო ოპერაცია დასრულდა

2021 წლის 30 აგვისტოს ავღანეთი ბოლო ამერიკელმა ჯარისკაცმა დატოვა.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა ღამის ხედვის მოწყობილობით გადაღებული ჯარისკაცის ფოტო. რომელშიც მათი განცხადებით ჩანს გენერალ-მაიორი კრის დონეჰიუ, უკანასკნელი ამერიკელი ჯარისკაცი, რომელიც ავღანეთს ტოვებს.

თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ავღანეთიდან ჯამში 123 000 მოქალაქის ევაკუაცია შეძლეს, რაც აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი არასაბრძოლო ევაკუაციაა.

The last American soldier to leave Afghanistan: Maj. Gen. Chris Donahue, commanding general of the @82ndABNDiv, @18airbornecorps boards an @usairforce C-17 on August 30th, 2021, ending the U.S. mission in Kabul. pic.twitter.com/j5fPx4iv6a

— Department of Defense ?? (@DeptofDefense) August 30, 2021

 

|სასაზღვრო კონფლიქტი ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის

ყირგიზეთ-ტაჯიკეთს შორის, ბატკენის რაიონში, სასაზღვრო კონფლიქტი 28 აპრილს დაიწყო და რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კონფლიქტის მიზეზი:

BBC-ის ცნობით, საზღვართან მდებარე სოფლების მცხოვრებნი ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც ერთ-ერთმა მხარემ წყლის გამანაწილებელ პუნქტთან ვიდეოკამერის დამონტაჟება სცადა. წყალსაცავიდან წყალს ორივე ქვეყანა დადგენილი კვოტების შესაბამისად იყენებს.მოგვიანებით კონფლიქტი გამწვავდა.

ტაჯიკეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი ყირგიზეთის შეიარაღებულ ძალებს წყალგამანაწილებელ პუნქტთან მესაზღვრეებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებდა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მხარეებმა პირველ მაისს მიაღწიეს.

ბოლო ინფორმაციით, საზღვარზე სტაბილური ვითარებაა და ყირგიზეთის და ტაჯიკეთის თავდაცვის სამინისტროების ოფიცერთა ერთობლივი კომისია აგრძელებს დაკვირვებას იმ ტერიტორიაზე, სადაც კონფლიქტი მიმდინარეობდა.

|ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტი მას შემდეგ განახლდა, რაც 10 მაისს ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

პოლიციამ შეტაკების დროს რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და ხელყუმბარები გამოიყენა.  შეტაკებისას 300 პალესტინელი დაშავდა, რომლებიც იერუსალიმში მდებარე ალ-აქსას მეჩეთში სალოცავად იყვნენ მისულები.

ვრცლად: ისრაელის შექმნა და „კატასტროფა“ – ისტორიული კონფლიქტი პალესტინასთან

 ისრაელის დამცავი ფარი – რა ვიცით „რკინის გუმბათზე”

 

|Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვება –  რომან პროტასევიჩი

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავმა, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა მიმართულება შეიცვალა და მოულოდნელად ბელარუსის დედაქალაქში დაჯდა.

ბორტზე 171 მგზავრი იმყოფებოდა. მათ შორის ერთ-ერთი ბელარუსის ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი, ონლაინ არხის, Nexta-ს ყოფილი რედაქტორი,  ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი.

რომან პროტასევიჩი
რომან პროტასევიჩი

ბელარუსის სახელმწიფო მედია ირწმუნებოდა, რომ ლუკაშენკომ მინსკში თვითმფრინავის დაშვების ბრძანება  ბორტზე არსებული ბომბის საფრთხის გამო  გასცა. თუმცა, შემოწმებამ თვითმფრინავში ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი ვერ აღმოაჩინა.

სამაგიეროდ, როდესაც თვითმფრინავმა მინსკი დატოვა, ბორტზე ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი, Nexta-ს ყოფილი რედაქტორი,  ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი აღარ იმყოფებოდა. ის მინსკში დააკავეს.

ონლაინ არხი Nexta პირველი იყო, ვინც პროტასევიჩის დაკავების ამბავი გაავრცელა. ბელარუსის  ოპოზიციონერების თქმით, მინკსში თვითმფრინავის ავარიულად დაშვების ერთადერთი მიზანი ბორტზე მყოფი ჟურნალისტის დაპატიმრება იყო.

ვრცლად: რა ვიცით 26 წლის ჟურნალისტზე, რომელიც ლუკაშენკოს რეჟიმმა თვითფრინავიდან გაიტაცა

როგორ გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება მინსკში Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებას

 

|მუკორმიკოზი – ე.წ.„შავი სოკო“

2021 წლის მაისში ინდოეთში კოვიდისგან გამოჯანმრთელებულ და გამოჯანმრთელების პროცესში მყოფ პაციენტებში, მუკორმიკოზის, ე.წ.„შავი სოკოს“ შემთხვევები დაფიქსირდა.

მუკორმიკოზი საკმაოდ იშვიათი  სოკოვანი დაავადებაა, რო­მე­ლიც და­ბა­ლი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ში იჩენს თავს. მუკორმიკოზს ობის სოკოები იწვევენ, რომლებიც ნიადაგში, მცენარეებში, სასუქში, ხილსა და ბოსტნეულში გვხვდება. ინფექცია თვალებს, ყურსა და ზოგჯერ ადამიანს ტვინსაც აზიანებს. სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­შია გან­სა­კუთ­რე­ბით იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ შეხ­ვდე­ბათ დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლებს, აივ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს, ან ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც სიმ­სივ­ნეს ებ­რძვი­ან.

ინდოელი ექიმების თქმით, პაციენტებს, რომლებსაც მუკორმიკოზი აღმოაჩნდათ, შემდეგი სიმპტომები აღენიშნებოდათ:ცხვირიდან სისხლდება, თვალების შეშუპება და ტკივილი, დაწეული ქუთუთოები, მხედველობის გაუარესება და შემდეგ დაკარგვა.

ვრცლად: ე.წ.„შავი სოკო“ – რას ნიშნავს დაავადება მუკორმიკოზი, რომელიც ინდოეთში გავრცელდა

|გასაჯაროვდა ენტონი ფაუჩის ელექტრონული შეტყობინებები

აშშ-ს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის საფუძველზე, 2021 წლის ივნისში Washington Post-მა, Buzzfeed News-მა და CNN-მა, ენტონი ფაუჩის პი­რა­დი ელექტრო­ნუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი მოიპოვეს, რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც 3 000-გვერდია და ის 2020 წლის იან­ვარ-ივ­ნი­სის პე­რი­ო­დით თარიღდება.

ელექტრონულ წერილებში ჩანს ის, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ამერიკის მთავარ ეპიდემიოლოგს, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე, კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ენტონი ფაუჩის პირადი მიმოწერებიდან ჩანს, რომ ის და მისი კოლეგები კოვიდ-19-ის უჰანის ლაბორატორიიდან შესაძლო გაჟონვის თეორიას, პანდემიის დასაწყისშიც განიხილავდნენ.

ვრცლად: გასაჯაროვდა კორონავირუსთან დაკავშირებით, ფაუჩის პირადი, ელექტრონული შეტყობინება, რომელიც 3000 გვერდია – რას წერდა ის ვირუსზე

 

|ჟენევის სამიტი – ბაიდენ-პუტინის შეხვედრა

ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის ისტორიული შეხვედრა, რომელსაც მსოფლიო მოუთმენლად ელოდა, 16 ივნისს ჟენევაში, ვილა ლა გრანჟში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ეს 2018 წლის შემდეგ რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის გამართული პირველი შეხვედრა იყო.

ჟენევის სამიტმა დაგეგმილზე ბევრად უფრო ნაკლები (3 საათი)  გასტანა. ჟენევაში პუტინისა და ბაიდენის სამიტი ორ სესიად ჩატარდა. პირველ სესიას პრეზიდენტების გარდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრებოდნენ. მეორე სესია შესვენების შემდეგ დაიწყო და გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა. როგორც ბაიდენმა აღნიშნა,  მასა და ვლადიმერ პუტინს საუბრისთვის მეტი დრო არ დასჭირვებიათ. მისივე თქმით, ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების ნამდვილი პერსპექტივა არსებობს. ლიდერებმა პრესკონფერენციები სამიტის დასრულების შემდეგ ცალ-ცალკე გამართეს. ბაიდენმაც და პუტინმაც შეხვედრა დადებითად შეაფასეს.

აღსანიშნავია, რომ ბაიდენმა პრეზიდენტ პუტინს შეკვეთით დამზადებული სათვალე „ავიატორები“ აჩუქა, რომელიც Randolph USA-მ დაამზადა. აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინს ამერიკული ბიზონის ბროლის სკულპტურაც უსახსოვრა, რომელიც Steuben Glass-მა დაამზადა. პუტინმა კი ბაიდენს ხოხლომას სტილში შესრულებული საწერი ნაკრები „მოსკვა“ აჩუქა.

ვრცლად:  რაზე ისაუბრეს პუტინმა და ბაიდენმა

ჟენევის სამიტი

 

|ჩინეთმა მალარიის ვირუსი დაამარცხა

30 ივნისს ჩინეთმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან (WHO) სპეციალური სერტიფიკატი მიიღო, რომლის თანახმადაც მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა.

ჯანმოს განცხადებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩინეთი წყნარი ოკეანის აღმოსავლეთში პირველი ქვეყანაა, რომელმაც მსგავსი სერტიფიკატი მიიღო.

მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სერტიფიკატს, ჯანმოს მონაცემებით მსოფლიოს 40 ქვეყანა ფლობს. მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი 2021 წელს სალვადორს, 2019 წელს არგენტინას, ხოლო 2018 წელს უზბეკეთს მიენიჭა.

|ჯეფ ბეზოსმა Amazon-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა

5 ივლისს ჯეფ ბეზოსმა Amazon-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. ბეზოსი Amazon-ის მმართველი საბჭოს აღმასრულებელ თავმჯდომარედ დარჩება, ხოლო გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მას Amazon Web Services-ის ხელმძღვანელი − ენდი იასი ჩაანაცვლებს.

ჯეფ ბეზოსი

 

|ზაფხულის ოლიმპიური თამაშები

2020 ოლიმპიური თამაშები (ოფიციალურად ცნობილი როგორც ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები), რომელიც წინა წელს პანდემიის გამო გადაიდო, 2021 წლის 23 ივლისს გაიხსნა და 17 დღის შემდეგ, 8 აგვისტოს დაიხურა. 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს იაპონიის დედაქალაქმა ტოკიომ უმასპინძლა.

|თალიბებმა ქაბული დაიკავეს

2021 წლის 15 აგვისტოს ისლამისტური მოძრაობა „თალიბანის“ მებრძოლებმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულშ შევიდნენ  20 წლის განმავლობაში პირველად თითქმის მთლიანად დაამყარეს მასზე კონტროლი.

„ღვთის წყალობით, ჩვენს ქვეყანაში ომი დასრულდა. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რაც გვსურდა – ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. არავის მივცემთ უფლებას, გამოიყენოს ჩვენი ტერიტორია ვინმეზე თავდასხმის მიზნით და არ გვსურს, ზიანი მივაყენოთ სხვას“,- განაცხადა „ალ-ჯაზირასთან“ ინტერვიუში „თალიბანის“ პრესსპიკერმა, მუჰამედ ნაიმმა.

ამ თემაზე: 6 ავღანელი ქალის სულისშემძვრელი ამბავი – როგორ ცხოვრობენ ქალები „თალიბანის” ავღანეთში

თალიბანი

 

|„ომიკრონი“

2021 წლის მიწურულს მსოფლიო კოვიდის ახალი გამოწვევის წინაშე დადგა. ჯანდაცვის ექსპერტების მთავარ საფიქრალად სწორედ კოვიდის ომიკრონი შტამი იქცა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ვირუსის ახალ მუტაციასთან დაკავშირებული საერთო რისკი მაღალია.

„რიგი მიზეზების გამო, „ომიკრინის“ ახალ ვარიანტთან დაკავშირებული საერთო რისკი ძალიან მაღალი რჩება. წინასწარი მტკიცებულებები პოტენციურ ჰუმორალურ იმუნურ გარღვევასა და გადაცემის მაღალ მაჩვენებლებს ცხადყოფს, რამაც შეიძლება შემთხვევების შემდგომი მატება გამოიწვიოს. რისკის შეფასება განახლდება, როგორც კი მეტი ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ „ომიკრონის“ საერთო საფრთხე სამ ძირითად ფაქტორზეა  დამოკიდებული:

  • რამდენად გადამდებია აღნიშნული ვარიანტი;
  • რამდენად კარგ დაცვას უზრუნველყოფენ ვაქცინები და გადატანილი ინფექცია ინფექციისგან, გადაცემისგან, კლინიკური დაავადებებისა და სიკვდილისგან;
  • რამდენად გადამდებია „ომიკრონი“ სხვა ვარიანტებთან შედარებით;

20 დეკემბერს საქართველოში ომიკრონით ინფიცირების პირველი შემთხვევები დადასტურდა.

ახალ შტამს მეცნიერები ამ დრომდე სწავლობენ. მანამდე, სანამ ომიკრონის შესახებ მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მოსახლეობას ვაქცინის ბუსტერი დოზის გაკეთებისკენ მოუწოდებენ.

 

ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენგო PTN.ge

თეგები: 2021 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები

დაკავშირებული სტატიები

No Content Available

ბოლო განახლებები

როგორ დავნერგოთ უსაფრთხოების სისტემები?

ოქტომბერი 10, 2022
772

რა შესაძლებლობებს გვთავაზობს ლიბერთი ბანკი სოფლის მეურნეობის გასავითარებლად?

ოქტომბერი 1, 2022
775

აქსესუარების ფართო არჩევანი: სად შევიძინოთ ჩანთები და ბეჭდები?

სექტემბერი 29, 2022
779

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც ბინის შეძენას გადავწყვეტთ?

სექტემბერი 27, 2022
783

სმარტ ტელევიზორის უსაზღვრო ფუნქციები

მაისი 24, 2022
835

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.1k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.3k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.4k

ბოლო სტატიები

როგორ დავნერგოთ უსაფრთხოების სისტემები?

ოქტომბერი 10, 2022

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია