პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია.
ბურჯანაძე გამოეხმაურა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ პრემიერის პოსტზე ნინო ბურჯანაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.
„არც მე დავუჭერ მხარს გიგა ბოკერიას კანდიდატურას პრემიერ-მინისტრად, ასე რომ, შეგიძლიათ თქვათ, რომ ერთით ერთია.
ჩვენი ამოცანა არ არის ერთმანეთისთვის პრემიერ-მინისტრობაზე მხარის დაჭერა, უპირველეს ყოვლისა, ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ კოორდინირებულად ვიმოქმედოთ, რათა არჩევნები ნორმალურად ჩატარდეს.
ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ ოპოზიციური მაგიდის ირგვლივ მყოფ ყველა პარტიასთან, მათ შორის „ევროპულ საქართველოსთანაც“. ასე რომ, ამ ეტაპზე პრემიერ-მინისტრობისთვის არ ვიჩხუბებთ, გარწმუნებთ“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
ცნობისთვის, გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისში მაჟორიტარი კანდიდატები უკვე დაასახელა.
დაგაინტერესებთ:










