ამ ერთიანმა კლასტერმა, რადიკალურმა ოპოზიციამ თითო კანდიდატი დაასახელა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ პრინციპულად გაგვიადვილდება უკვე პირველივე ტურში მოგება, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ზოგადად ჩვენთვის ძალიან მომგებიანია, რომ ამ ერთიანმა კლასტერმა, რადიკალურმა ოპოზიციამ თითო კანდიდატი დაასახელა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ პრინციპულად გაგვიადვილდება უკვე პირველივე ტურში მოგება, მეორე ტურში ისედაც მოვიგებდით ყველა არჩევნებს.
ასეთ პოლიტიკოსებთან დაპირისპირება და პაექრობა ჩვენთვის ძალიან მარტივია, იმდენად ოდიოზურები და გაცვეთილები არიან ეს კანდიდატები“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისში მაჟორიტარი კანდიდატები უკვე დაასახელა.
დაგაინტერესებთ:











