fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ბელარუსის კრიზისი – მოვლენების ქრონოლოგია

20:00 სექტემბერი 20, 2020
წაკითხვის დრო:2 mins read
A A
0
848
ნახვა

„ცვლილებებს ითხოვენ ჩვენი გულები, ცვლილებებს ითხოვენ ჩვენი თვალები, ჩვენს სიცილსა თუ ცრემლებში და პულსაციაში ვენების ცვლილებები! ჩვენ ველოდებით ცვლილებებს”.

ვიკტორ ცოის – „პერემენ“ – აქციების ერთ-ერთი სიმბოლო

 

ქალაქის ცენტრში შეკრებილი 100 000-ზე მეტი ადამიანი, მთავარი მოთხოვნა – „დიქტატორის გადაყენება“,- ეს 2020 წლის ბელარუსია.

საპროტესტო აქციები ბელარუსისთვის უპრეცედენტოა. დემონსტრანტები პრეზიდენტ ლუკაშენკოს 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ.

კერძოდ, 9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ამომრჩეველთა ხმების 80.1%, ხოლო სვეტლანა ტიხანოვსკაიამ – 10.12% მიიღო.

– პოლიციასთან შეტაკებები, მასობრივი დაპატიმრებები, ცოცხალი ჯაჭვის აქციები, გაფიცული ქარხნები, დაკავებული ოპოზიციის ლიდერები… – როგორ დაიწყო ყველაფერი?

რამდენიმე ისტორიული ფაქტი ბელარუსის შესახებ

ბელარუსის ეროვნულმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა 1918 წელს გამოაცხადა. მალევე, 1919 წელს, რუსეთის წითელმა არმიამ ბელარუსში კომუნისტური მმართველობა დაამყარა.

1921 წელი – რიგის შეთანხმებით, ბელარუსი პოლონეთსა და საბჭოთა რუსეთს შორის იყოფა;

1941-1945 წლები –  1941 წელს ქვეყანაში ნაცისტური გერმანია შეიჭრა და მრავალრიცხოვანი ებრაული პოპულაცია – მილიონზე მეტი ადამიანი გაანადგურა;

1988 წელი – ბელარუსის სახალხო ფრონტი დამოუკიდებლობის მისაღებად იბრძვის და შედეგად, 1991 წელს დამოუკიდებელობას აცხადებს.

ლუკაშენკო

ევროპის ყველაზე გრძელვადიანი მმართველი, ალექსანდრე ლუკაშენკო ქვეყნის პრეზიდენტი, საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად გამოწვეული ქაოსის ფონზე, 1994 წელს გახდა.

ევროპის „უკანასკნელი დიქტატორი“ , რომელიც მუდმივად ცდილობდა საბჭოთა კომუნიზმის ელემენტები შეენარჩუნებინა – ალექსანდრე ლუკაშენკოს ყველაზე ხშირად სწორედ ამგვარად ახასიათებენ.

დროთა განმავლობაში ლუკაშენკოს პოლიტიკური დღის წესრიგი ასე ყალიბდებოდა – საბჭოთა ეკონომიკური სისტემის აღდგენა, მარგინალური საბაზრო ეკონომიკური ელემენტებით; პოლიტიკური რეპრესიების ზრდა; მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები რუსეთთან.

დღესაც ბევრი არაფერი შეცვლილა – წარმოების დიდი ნაწილი სახელმწიფო კონტროლქვეშ რჩება, მთავარი მედია არხები სახელმწიფოს მიმართ ლოიალურად არიან განწყობილნი. საიდუმლო პოლიციას კვლავ KGB-ს უწოდებენ.

თუმცა, ამავდროულად ლუკაშენკო ცდილობდა თავი მკაცრ ნაციონალისტად წარმოეჩინა, რომელიც თავის ქვეყანას მავნე უცხოური გავლენებისგან იცავდა.

1994 წლის შემდეგ ყველა არჩევნებში, იგი საპრეზიდენტო კანდიდატი იყო – წლების განმავლობაში ლუკაშენკო ბელარუსის ერის მამის, „ბატკას“ როლს ასრულებდა. 2020 წელს ლუკაშენკომ კენჭი მეექვსედ იყარა და თავი ამჯერადაც გამარჯვებულად გამოაცხადა.

თუმცა, როგორ ჩანს ბელარუსმა ხალხმა ამჯერად გადაწყვიტა, რომ ცვლილებების დროა. 9 აგვისტოს საარჩევნო უბნებთან რამდენიმე მეტრიანი რიგები იდგა.

ლუკაშენკო და საქართველო – რა გავლენა აქვს ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს საქართველოზე

ბუნებრივია, „იბადება კითხვა სად საქართველო და სად ბელარუსი“ – რა მნიშვნელობა აქვს რა მოხდება ჩვენგან კილომეტრებით დაშორებულ ქვეყანაში.

სწორედ ამ საკითხზე „პრაიმტაიმნიუსი“ სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის „არსენალის“ მთავარი რედაქტორს, ირაკლი ალადაშვილს ესაუბრა.

„ერთი შეხედვით, ბელარუსი საკმაოდ დაშორებულია საქართველოსგან, საერთო საზღვარი არ აქვთ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ის, რაც ხდება ბელარუსში საქართველოსთვის სულ ერთი არ არის. სულ ერთი არ იყო აქამდეც, ათწლეულების განმავლობაში მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და განსაკუთრებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ, როდესაც რუსეთმა  ოკუპირებული ტერიტორიები ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად (ცხინვალი და აფხაზეთი) აღიარა.

პუტინი მსგავს პოზიციას სხვა ქვეყნებისგანაც მოითხოვდა. რუსეთისთვის მნიშვნელოვანი იყო მინსკსაც დაეჭირა ამისთვის მხარი. მაშინ რეალური შანსი არსებობდა იმისა, რომ ბელარუსიც მსგავსად მოქცეულიყო. თუმცა, განვლილი 12 წლის განმავლობაში ბელარუსს ეს არ გაუკეთებია.

შემდგომ, როგორც ლუკაშენკომ ცოტა ხნის წინ თქვა, მას ევროკავშირისგან ჰქონდა გაფრთხილება, რომ ეს არ გააკეთებინა.

თუმცა, გარდა ამისა, რეალურად ბელარუსსა და საქართველოს შორის  კარგი დამოკიდებულება  ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების დროს იყო. კარგი დამოკიდებულება ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგაც გაგრძელდა.

2 წლის წინ, 2018 წელს ლუკაშენკო ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იყო ჩამოსული – შედგა შეხვედრები. ეკონომიკური პარტნიორობის გარდა, ბელარუსმა რამდენჯერმე გაგვირემონტა სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენები.

ასევე, ბორჯომის ხანძრების დროს 26 სახანძრო შვეულმლფრენი ჩამოფრინდა ბელარუსიდან და აქრობდა ხანძარს.

მაგრამ ახლა რა მოხდება ეს უკვე სხვა ამბავია. რამდენიმე დღის წინ ლუკაშენკო სოჭში პუტინს ეახლა. ფაქტობრივად, თუ აქამდე ის საერთაშორისო დონეზე, ყველას დასანახად ეურჩებოდა პუტინს, ახლა ფეხქვეშ გაუწვა. და სამომავლოდ არაა გამორიცხული, რომ თუ პუტინი ლუკაშენკოს ძალაუფლების დაბრუნებაში დაეხმარება, სანაცვლოდ მისგანაც მოითხოვოს რაღაცების გაკეთება. ეს მოთხოვნები კი, პირველ რიგში, შესაძლოა, ბელარუსში რუსული სამხედრო ბაზების განთავსება იყოს. ბელარუსის ტერიტორია დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე 600 კმ-ზე მეტია, ანუ ბელარუსი ნატო-ს წევრ პოლონეთსა და რუსეთის დასავლეთ ნაწილს შორის სერიოზული ბუფერია.  და თუ რუსეთი გადაიტანს ბელარუსში შეიარაღებას, ის მიუახლობდება პოლონეთის საზღვარს, ანუ ნატო-ს უშუალოდ მიუჩოჩდება. ამით კი ბუნებრივი რუსული რაკეტების მოქმედების რადიუსი ევროპის სიღრმეში გაიზრდება.

ასევე, რა თქმა უნდა, არ გვინდა, რომ რუსეთის ზეწოლით ლუკაშენკომ აღიაროს ოკუპირებული ტერიტორიები.

არსებობს ასევე ეჭვი, რომ ამ არეულობაშიც, შესაძლოა, პუტინის ხელი ერიოს. შესაძლოა, სწორედ ამ არეულობებით მიიმწყვდია პუტინმა ლუკაშენკო კუთხეში, რომ იმ ყველაფერზე (საკავშირო სახელმწიფო რომ უნდა შეექმნათ და აქამდე ლუკაშენკო ეწინააღმდეგებოდა) დაითანხმოს, რისი განხორციელებაც სურს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საქართველოსთვის სულ ერთი არ არის რა მოხდება ბელარუსში“,- განუცხადა „პრაიმტაიმნიუსს“ ირაკლი ალადაშვილმა.

არჩევნები : პრე-პოსტ სიტუაცია

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები – ლუკაშენკოს 4 მეტოქე ჰყავს : ანდრეი დმიტრიევი, სერგეი ჩეჩენეცი, ანნა კანოპაცკაია და სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელიც ლუკაშენკოს მთავარი ოპონენტი აღმოჩნდა.

ცნობისთვის, სვეტლანა პოლიტპატიმარ სერგეი ტიხანოვსკის ცოლია. სერგეი 2020 წლის 29 მაისს გროდნოში მიმდინარე აქციების დროს დააკავეს – ორი დღის შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ პრეზიდენტობაზე იყრიდა კენჭს.

სწორედ ამიტომ, არჩევნებზე კენჭი სერგეის მაგივრად მისმა ცოლმა, სვეტლანამ იყარა. მას მხარს უჭერდნენ ცნობილი ბანკირი ვიქტორ ბაბარიკო (რომელიც ამჟამად ციხეში იმყოფება) და ყოფილი დიპლომატი ვალერი ცეპკალოც, რომელსაც  ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრა.

9 აგვისტო – ცენტრალური საარჩევნო კომისია ოფიციალურ შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, მოქმედ პრეზიდენტს მხარს 80% უჭერს, ტიხანოვკაიას კი, მხოლოდ 10%.

პროტესტი

არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციები  და დემონსტრანტების დაპატიმრებები იწყება.

პოლიცია აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებსა და ყუმბარებს იყენებს.

არჩევნების შემდეგ, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ გამოაცხადა, რომ გაიმარჯვა და ლუკაშენკოს გადადგომისკენ მოუწოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც 7 საათის განმავლობაში ცესკო-ში ჰყავდათ, ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

„მეგონა, რომ ამ კამპანიის დროს იმდენად ძლიერი გავხდი, რომ ყველაფერს გავუძლებდი, მაგრამ, ალბათ, ისევ ის სუსტი ქალი ვარ. მივიღე ძალიან რთული გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება მე დამოუკიდებლად მივიღე, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ჩემზე გავლენა არ მოუხდენიათ. ვიცი, რომ ბევრი გამიგებს, ბევრი გამაკრიტიკებს, ზოგიერთი კი შემიძულებს, მაგრამ არავის ვუსურვებდი ასეთი არჩევანის წინაშე ყოფნას,“ – ასე ახსნა ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება ტიხანოვსკაიამ.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ტიხანოვსკაიას მიერ ქვეყნის დატოვებას აქციის მონაწილეები არ გაუღიზიანება. ვიდეოს შემდეგ პროტესტი კიდევ უფრო გაძლიერდა.

ოდნავ მოგვიანებით, ტიხანოვსკაიამ საკოორდინაციო საბჭოსთან დაიწყო მოლაპარაკებები, ხოლო  17 აგვისტოს კი კიდევ ერთი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ის მზად არის ბელარუსს უხელმძღვანელოს.

პროტესტს სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი არაერთი კომპანია და ქარხანა შეუერთდა. პროტესტს შეუერთდნენ სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომლებიც. რიგი ოფიციალური პირები, ისევე, როგორც პოლიციელები, გადადგნენ. ბელარუსის ელჩმა სლოვაკეთში, იგორ ლეშჩენმა, მომიტინგეებს სოლიდარობა გამოუცხადა.

საერთაშორისო გამოხმაურებები

დასავლეთის რეაქციები ერთმნიშვნელოვანი იყო. კერძოდ:

აქციის მონაწილეებზე ძალადობა დაგმო ევროკავშირმა – გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბელარუსში სტაბილურობის მოტანა მხოლოდ ადამიანების უფლებების დაცვას, დემოკრატიასა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას შეუძლია;

შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს იმ პირებს, ვინც ბელარუსში მანიფესტანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზეა პასუხისმგებელი.

ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ბელარუსი ხალხის სურვილს, განხორციელდეს ცვლილებები დემოკრატიისთვის.

ბალტიის ქვეყნებმა ლუკაშენკო პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს.

აშშ-ც მიიჩნევს, რომ ბელარუსში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარებულა.

ევროპარლამენტმა ბელარუსში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.

თუმცა, იმის ფონზე, რომ  მნიშვნელოვანი საერთაშორისო სისტემური აქტორები ბელარუსში ჩატარებულ არჩევნებს არ ცნობენ კრემლი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად ცნობს.

ლუკაშენკოს გაპრეზიდენტება მიულოცეს სომხეთის, აზერბაიჯანის, ჩინეთის პირველმა პირებმა,. ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა.

„ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე პროცესი დასრულდება ისე, რომ ბელორუსის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს არ დააზიანებს და არც შეაფერხებს. ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას. გვჯერა, რომ ბელორუსია და მისი ხალხი შეძლებს საკუთარი მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას“, – ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

რუსთაველის გამზირზე, პირველ გიმნაზიასთან ბელარუსი მოქალაქეების ორგანიზებით, ბელარუსში, აქციის მონაწილეების მხარდამჭერი აქციაც გაიმართა.

როგორ გამოეხმაურა მიმდინარე მოვლენებს თავად ლუკაშენკო

დასაწყისში ლუკაშენკოს პოზიცია საკმაოდ მკაცრი და ცალსახა იყო. ის განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას სასტიკად გამორიცხავდა.

„ვიდრე არ მომკლავთ ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები არ გაიმართება“,- აცხადებდა ლუკაშნეკო.

„სამსახურებრივი უფლებამოსილებების სამაგალითოდ შესრულებისთვის“ მან ძალოვანი უწყებების თანამშრომლები დააჯილდოვა.

თუმცა, მოგვიანებით, ის ახალ კონსტიტუციაზე ალაპარაკდა. ერთ-ერთ ქარხანაში ყოფნის დროს იქ შეკრებილებს უთხრა, რომ თუ ახალი არჩევნების ჩატარება სურთ, მაშინ ჯერ ახალი კონსტიტუცია უნდა მიიღონ, ოღონდ რეფერენდუმით.

რუსული ტელეარხებისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში კი განაცხადა – „დიახ, შესაძლოა, სავარძელში ჯდომა გამიგრძელდა. მაგრამ, ბელარუსების ნამდვილი დაცვა ახლა მხოლოდ მე შემიძლია. ასე უბრალოდ არ წავალ. საუკუნის მეოთხედის განმავლობაში ვცდილობ, ბელარუსი ფეხზე დავაყენო. ყველაფერს ასე მარტივად არ მივატოვებ. თანაც, თუ წავალ, ჩემს მომხრეებს გაჟღლიტავენ!“.

თუმცა, რამდენად რეალურია ეს დაპირება, ეს არავინ იცის.

განახლებული ინფორმაცია 

23 სექტემბერს ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

11 ოქტომბერს ლუკაშენკო ოპოზიციის ლიდერებს საკონსტიტუციო რეფორმაზე სასაუბროდ საგამოძიებო იზოლატორში შეხვდა.

13 ოქტომბერს ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ალექსანდრე ლუკაშენკოს სახალხო ულტიმატუმი წაუყენა, რომლის ვადა 25 ოქტომბერს იწურება.

 ნინი ტაველიძე, PTN.GE

თეგები: ბელარუსის კრიზისი

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ლუკაშენკო: თუ არ მოგწონთ ამჟამინდელი პრეზიდენტი, ამ საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ არჩევნებს შეუძლია

იანვარი 5, 2021
794
მსოფლიო

ბელარუსის გენერალურმა პროკურატურამ სვეტლანა ტიხანოვსკაიასა და მარია კოლესნიკოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

დეკემბერი 22, 2020
845
MINSK, BELARUS - NOVEMBER 15, 2020: Law enforcement officers detain a participant in the March of the Brave protest event in the city centre. The August 9 presidential election earned Alexander Lukashenko his sixth consecutive term and sparked mass protests in Minsk and across other Belarusian cities. Stringer/TASS

Áåëîðóññèÿ. Ìèíñê. Ñîòðóäíèêè ïðàâîîõðàíèòåëüíûõ îðãàíîâ çàäåðæèâàþò ó÷àñòíèêà àêöèè ïðîòåñòà "Ìàðø ñìåëûõ" ïðîòèâ äåéñòâóþùåé âëàñòè â öåíòðå ãîðîäà. Ïîñëå ïðîøåäøèõ â Áåëîðóññèè 9 àâãóñòà âûáîðîâ ïðåçèäåíòà, íà êîòîðûõ â øåñòîé ðàç ïîáåäèë Àëåêñàíäð Ëóêàøåíêî, â ñòðàíå ðåãóëÿðíî ïðîõîäÿò ìàññîâûå àêöèè îïïîçèöèè. Ñòðèíãåð/ÒÀÑÑ
მსოფლიო

ბელარუსში 20 დეკემბერს გამართულ საპროტესტო აქციებზე 140-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

დეკემბერი 21, 2020
1.3k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია