ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ შენობაში გუშინ, 21 ოქტომბერს დაწყებული სპეცოპერაცია ახლახანს დასრულდა.
„პრაიმტაიმ ნიუსი“ მოვლენების ქრონოლოგიურად განვითარებას გთავაზობთ:
21 ოქტომბერი, 14:21 – შინაგან საქმეთა სამინისტროში შევიდა ზარი, რომ ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ცენტრალურ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა.
21 ოქტომბერი, 15:18 – საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, ზუგდიდში, საქართველოს ბანკში 1 ადამიანია შეჭრილი. მათი თქმით, პოლიცია მუშაობს, რომ სპეცოპერაცია მშვიდობიანად დასრულდეს.
21 ოტომბერი, 15:27 – ბანკის შენობიდან თანამშრომლებისა და კლიენტების ნაწილმა შენობის სახანძრო კიბით მოახერხა თავდამსხმელებისგან დაღწევა.
21 ოქტომბერი, 15:34 – შსს საქართველოს ბანკში თავდამსხმელის შეჭრის შესახებ პირველ განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა, შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო სპეცოპერაცია. პარალელურად, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით.
21 ოქტომბერი, 15:58 – ერთ-ერთი მძევალი მოხუცი ქალი თავმდასხმელმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაათავისუფლა.
21 ოქტომბერი, 16:04 – თავდამსხმელი ერთ-ერთი მძევლის საშუალებით დაუკავშირდა მთავარ არხს, სადაც მისი მოთხოვნები გაჟღერდა – 500 ათასი დოლარი, ვერტმფრენი, ან ავტომობილი, რომლითაც თავდამსხმელი მძევლების თანხლებით დატოვებდა შემთხვევის ადგილს. სანაცვლოდ, ის სამართალდამცველებს მძევლად აყვანილი ხალხის უსაფრთხოების გარანტიას იძლევა.
21 ოქტომბერი, 16:30 – თავდამსხმელი პოლიციას ულტიმატუმს უყენებს და მოთხოვნების შესასრულებლად 2 საათს აძლევს.
21 ოქტომბერი, 17:03 – სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, მალხაზ თორიამ რუსთავი 2-თან განაცხადა, რომ თავმდასხმელი ბანკამდე მანქანით უცნობმა პირმა მიიყვანა. მისივე თქმით, ამ მოქალაქესთან სამართალდამცავები შესაბამის საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებენ. აღნიშნული პირი, თორიას განცხადებით, თავდამსხმელთან შემხებლობაში არ იყო.
21 ოქტომბერი, 17:13 – მძევლის საშუალებით მძარცველი TV პირველს დაუკავშირდა. როგორც ის ამბობს, ახლა შენობაში 18 მძევალია დარჩენილი. მან კიდევ ერთხელ გააჟღერა თავდამსხმელის მოთხოვნები.
21 ოქტომბერი, 17:50 – ზუგდიდის ცენტრში ჯავშანტექნიკა გამოჩნდა.
21 ოქტომბერი, 17:51 – შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა, რომ მედიებმა გათიშონ ლაივსიგნალი ადგილიდან, წიანაღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით, სახელმწიფო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს გამოიყენებს. პირდაპირ ეთერში ჩართვა ხელს უშლის სამართალდამცავების მოქმედებას.
21 ოქტომბერი, 18:00 – ზუგდიდში, სადაც უკვე რამდენიმე საათია სპეცოპერაცია მიმდინარეობს, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩავიდა.
21 ოქტომბერი, 19:00 – სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას განცხადებით, პირი, რომელმაც თავდამსხმელი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან მიიყვანა, იდენტიფიცირებულია და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.
21 ოქტომბერი, 19:50 – მძარცველისგან კიდევ ერთი მძევალი გათავისუფლდა.
21 ოქტომბერი, 20: 07 – ზუგდიდში გიგი უგულავასა და რამდენიმე პირს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
21 ოქტომბერი, 20: 27 – მოლაპარაკებების შედეგად 2 მძევალი გათავისუფლდა.
21 ოქტომბერი, 21: 05 – „საქართველოს ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ჯავშანტექნიკა გაჰყავთ.
21 ოქტომბერი, 21: 36 – ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლა.
21 ოქტომბერი, 22:04 – ერთ-ერთი მძევალი სოციალურ ქსელში დანარჩენი მძევლების სიას აქვეყნებს.
21 ოქტომბერი, 22:13 – ზუგდიდის “საქართველოს ბანკის” მძევალთაგან ერთ-ერთი გათავისუფლებული ირაკლი კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს, რომ მძარცველს პოლიციელმა მოთხოვნისამბერ, ფული მიუტანა და მძევლად სამი ადამიანი დარჩა.
21 ოქტომბერი, 22:14 – ზუგდიდში, მძევლების უმეტესობა გათავისუფლდა.
21 ოქტომბერი, 22:51 – ზუგდიდში თავდამსხმელმა ახალი მძევალი აიყვანა.
21 ოქტომბერი, 23:22 – ადგილობრივი ტელევიზიის “ოდიშის” მიერ გადაღებულვიდეო კადრებში ჩანს, მძარცველი „საქართველოს ბანკის“ შენობას სამ მძევალთან ერთად ტოვებს.
21 ოქტომბერი, 23:25 – ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ მძევლად აყვანილი ადამიანების ნაცვლად, მძარცველს სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა.
22 ოქტომბერი, 00:12 – პოლიციის შენობა ცხრა მძევალმა გამოკითხვის შემდეგ დატოვა. არცერთ მათგანს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
22 ოქტომბერი, 00:37 – ცნობილი გახდა, სამი მძევლის ვინაობა, ვისთან ერთადაც მძარცველმა შემთხვევის ადგილი დატოვა.
22 ოქტომბერი, 00:45 – ზუგდიდში, პოლიციის სამმართველოსთან მძევლების ახლობლები შეიკრიბნენ.
22 ოქტომბერი, 01:11 – შსს განცხადებას ავრცელებს – გათავისუფლდა 43 მძევალი. „გაცნობებთ, რომ სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე არ დასრულებულა და აქტიურად მიმდინარეობს”.
22 ოქტომბერი, 02:00 – სოციალურ ქსელში გავრცელდება ვიდეო, რომელიც ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ სათვალთვალო კამერის გადაღებულია, სადაც ჩანს შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელიც ბანკის ერთ-ერთ მაგიდას უახლოვდება და ამტვრევს.
22 ოქტომბერი, 03:15 – „პრაიმტაიმის” წყაროს ინფორმაცია ზუგდიდის მოვლენების შესახებ – გამტაცებელი მძევლებთან ერთად სამეგრელოს სოფლებში უმისამართოდ გადაადგილდება.
22 ოქტომბერი, 04:13 – სპეცოპორაცია დასრულდა. „კურიერის“ ინფორმაციით, სამივე მძევალი თავისუფალია, ხოლო თავდამსხმელმა გაქცევა შეძლო.
22 ოქტომბერი, 04:45 – გათავისუფლებულმა მძევალმა ლაშა შენგელიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა, რომ თავდამსხმელმა ყველა მათგანი ერთდროულად გაათავისუფლა. მძევლები თავს კარგად გრძნობენ.
22 ოქტომბერი, 04:56 – შინაგან საქმეთა სამინისტრო უკანასკნელი სამი მძევლის გათავისუფლების შემდეგ განცხადებას ავრცელებს.
22 ოქტომბერი, 05:04 – ინფორმაცია ვრცელდება მეოთხე მძევლის შესახებ, რომელიც გათავისუფლებულებს შორის აღმოჩნდა.











